საზოგადოება
უჩინმაჩინის ქუდი , უფრო სწორად ქურქი უკვე რეალობაა
2013-06-13 11:43:16
ჩამოტვირთვა
ის რაც ამ კადრებზეა აღბეჭდილი, დაუჯერებელია. მაგრამ ეს რეალობაა. სინგაპურის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერების ბოლო გამოგონება–უჩინმაჩინის ქურქია, რომლის საშუალებით მათ სხვადასხვა ნივთის გაქრობა შეძლეს. ცდის შედეგი კი ამ ვიდეოზე ნათლად ასახეს.
ქურქი , რომელიც უჩინმაჩინის სახელს ატარებს, მინის წვრილი პანელებისგან არის დამზადებული,რომელსაც შეუძლია ობიექტები უხილავი გახადოს, თუმცა მოწყობილობა მალავს ობიექტებს მხოლოდ გარკვეული კუთხით, როგორც ეს ვიდეოში არის წარმოდგენილი კატისა და ოქროს თევზის გაქრობის მაგალითზე.
მეცნიერების თქმით, უჩინმაჩინის ქურქის გამოყენება შეიძლება უსაფრთხოების სფეროში და ფარული მეთვალყურეობისათვის.
კომენტარები