0 8 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სამართალდამცავებმა ახალციხეში ნარკორეალიზატორი და ორი მომხმარებელი დააკავა

ჩამოტვირთვა

სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავეს. ერთ–ერთ დაკავებულს პირადი ჩხრეკისას 0,0472 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მორფინი“ ამოუღეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებისას ორი ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ასევე დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა ნარკოტიკული საშუალება მესამე პირისგან შეიძინეს, რომელიც სამართალდამცველებმა იმავე დღეს დააკავეს. გამოძიება ორი პირის მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით), ხოლო მესამეს მიმართ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები