0 8 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შსს-მ გორის რაიონში უკანონო იარაღი ამოიღო

ჩამოტვირთვა

სამართალდამცავებმა გორის რაიონის სოფელ ატენში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მართლსაწინააღმდეგოდ შენახული „გეკო“–ს ტიპის მცირკალიბრიანი შაშხანა, „ა-კა-ემ“-ის სისტემის ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი, „საიგა“-ს ტიპის სანადირო თოფი 2 მჭიდითა და 10 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ „საიგა“-ს ტიპის სანადირო თოფი ბრალდებულის ვაჟის სახელზეა რეგისტრირებული. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები