0 8 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მამის მიერ მანქანაში დავიწყებული 3 წლის ბავშვი სიცხისგან დაიღუპა

ჩამოტვირთვა

იტალიაში 3 წლის ბავშვი სიცხისგან გარდაიცვალა. პატარა ლუკა საკუთარმა მამამ მზის გულზე მანქანაში დატოვა და დაავიწყდა. ბავშვმა სიცხესა და უჰაერობაში რამდენიმე საათი გაატარა, მაშველებმა ის უგონო მდგომარეობაში იპოვეს,ადგილზე მივიდნენ სასწრაფო დახმარების ექიმები თუმცა პატარას გადარჩენა ვერ მოხერხდა. ექიმებს ბავშვი ხელში ჩააკვდათ,მათი თქმით, გარდაცვალების მიზეზი მაღალი ტემპერატურა იყო, 3წლის ლუკამ მანქანის სალონში სიცხეს ვერ გაუძლო. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ბავშვის მამა 39 წლის ანდრეა ალბანეზე მცხობელად მუშაობს, მას სამსახურში წასვლამდე ბავშვი ბაღში უნდა დაეტოვებინა, თუმცა დაავიწყდა , პირდაპირ სამსახურში წავიდა და ბავშვი დღის ბოლოს გაახსენდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები