0 8 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“მშობიარობა მოულოდნელად დამეწყო, ბავშვი ხელიდან გამისხლტა”

ჩამოტვირთვა

ორდღიანი მკურნალობის შემდეგ ჩინელი ბავშვის მდომარეობა გაუმჯობესდა. რამდენიმე დღის წინ ჩინეთში ჯეძიანის პროვინციაში მაშველებმა ახალშობილი ბიჭი საკანალიზაციო მილში გაჭედილი იპოვეს. ჩვილი ამჟამად ადგილობრივ საავადმყოფოშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.საავადმყოფოში ახალშობილის დედა მივიდა, რომელიც ირწმუნება, რომ მშობიარობა საპირფარეშოში მოულოდნელად დაეწყო და ბავშვის დაჭერა ვერ შეძლო. ბავშვის დედა 22 წლისაა და მეუღლე არ ჰყავს. ახალგაზრდა ქალის თქმით, მას კაცთან 1 ღამის ურთიერთობა ჰქონდა და მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ მიხვდა რომ ფეხმძიმედ იყო.როცა ქალმა ბავშვის მამას ფეხმძიმობის შესახებ აცნობა,სახლიდან ყვირილით გამოაგდო. „ჩინეთში მარტოხელა დედებს ყველა ზიზღით უყურებს,ქალი ქმრის გარეშე თუ შვილს გააჩენს, არა მარტო საგვარეულო უარყოფს, მეზობლებიც კი არ ესალმებიან,ამიტომ ძალიან მეშინოდა და ამ ამბავს ვმალავდი.ბავშვზე უარი არ მითქვამს; მშობიარობა უნიტაზში მოულოდნელად დამეწყო, მარტო ვიყავი და ბავშვი ხელიდან გამისხლტა. ერთადერთი რაც გავაკეთე, მაშველები გამოვიძახე" - ამბობს დედა. პოლიცია იკვლევს დედის ბრალეულობას,მშობლისთვის ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები