0 8 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რუსმა სამხედროებმა მავთულხლართები კიდევ 300 მეტრით გადმოწიეს

ჩამოტვირთვა

რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფლებთან, დიცთან და დვანთან ე.წ. საზღვარი გადმოწიეს. სოფელ დიცთან, რომელიც გორის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს და ოკუპირებულ ერედვს ესაზღვრება, რუსი ფორმიანები სასაზღვრო ნაგებობებს ამონტაჟებენ. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ერედვის მიმართულებით ოკუპანტებს მავთულხლართი აქამდეც ჰქონდათ გავლებული, თუმცა ამჯერად პერიმეტრს რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით აშენებენ. დიცელები ამბობენ, რომ რუსების მიერ გავლებული ახალი საზღვარი პირდაპირ მათ სასოფლო-სამეურნეო მიწებთან გადის, რის გამოც ნაკვეთებში უსაფრთხოდ გადაადგილება შეუძლებელი გახდება. შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამოიყენოს მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი,რომ შეჩერდეს მოვლენების ამ ფორმით განვითარება,რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში უმძიმეს შედეგებს მივიღებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები