საზოგადოება
"დემოკრატიის ქელეხი ბაზალეთზე" - საპროტესტო აქცია ბაზალეთზე
2013-05-27 12:56:44
ჩამოტვირთვა
ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში 26 მაისთან დაკავშირებული საზეიმო მიღების მონაწილეებს 20 -მდე არსამთავრობო ორგანიზაციის წარმოამდგენლები საპროტესტო აქციით დახვდა. აქციის მონაწილეებმა ძირითადად მთავრობის წარმომადგენლები, ღონისძიებაზე სტვენისა და შეძახილების ფონზე შეაცილეს.ახალგაზრდებმა ვანო მერაბიშვილს პრემიერ-მინისტრის "პირადი პატიმარი" უწოდეს და ბიძინა ივანიშვილს მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, "ქართული ოცნების" დაპირებების მიუხედავად, საქართველოში დემოკრატია არ არის, რაც მათთვის მიუღებელია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 26 მაისთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ბიზნესმენები, მსახიობები .ღონისძიებაზე იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეც.
კომენტარები