0 8 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს_მ ნარკოტიკული საშუალების შენახვა_შეძენის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ერთი პიროვნება დააკავეს სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „სუბუტექსი“–ს აბის ნატეხი, ხოლო მისი ავტოფარეხის ჩხრეკისას 46 აბი ამოიღეს. დაკავებულის ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია „სუბუტექსი“–ს აბის 2 ნატეხი და საინექციოდ გამზადებული სამედიცინო შპრიცი, რომელშიც ექსპერტიზის დასკვნით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ აღმოჩნდა. ნარკოლოგიურმა შემოწმებამ ბრალდებულს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი დაუდგინა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა-შეძენა-მოხმარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ–ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები