0 8 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსთავში მოკლული ჩვილის დედა ფსიქიატრიულში მოათავსეს

ჩამოტვირთვა

შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გივი ჩიქობავა ამ დრომდე რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, რაც შეეხება მის მეუღლეს, იგი დღეს დილით რუსთავის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, ბრალდებულის დედის ციალა ჩიქობავას განცხადებით, ბრალდებულის მეუღლე, რომელიც ფსიქიურად დაავადებული პაციენტია, მომხდარ ტრაგედიას საერთოდ ვერ აცნობიერებდა. შემზარავი ფაქტი 23 მაისს, დილით, რუსთავში მოხდა. გივი ჩიქობავამ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან ერთი თვის შვილი გადმოაგდო. ჩვილი ადგილზევე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა. შემთხვევის შემდეგ ჩიქობამა განაცხადა, რომ პატარა ღმერთს შესწირა. ერთი თვის ლადო ჩიქობავა გუშინვე დაკრძალეს. ბრალდებულს კიდევ ერთი შვილი - ქრისტინე ჰყავს, რომელიც 2 წლისა და 4 თვისაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები