საზოგადოება
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2` განცხადებას ავრცელებს
2013-05-22 19:14:24
ჩამოტვირთვა
„რუსთავი 2“ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ტრანსლაცია, ხოლო მის მიერ ამ უფლების გამოუყენებლობის შემთხვევაში, ეს უფლება ენიჭება საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა პირს. მოცემულ შემთხვევაში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უარი თქვა სხდომის ტრანსლაციაზე და "რუსთავი 2", როგორც საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე პირი, გეგმავდა პირდაპირი ტრანსლაციის განხორციელებას. სამწუხაროდ, სასამართლოსგან მივიღეთ დაუსაბუთებელი და უკანონო უარი, რითიც შეიზღუდა როგორც ორგანული კანონით და კონსტიტუციით გარანტირებული ჩვენი უფლება შეუფერხებლად მივიღოთ და გავავრცელოთ ინფორმაცია, ასევე უსაფუძვლოდ ეთქვა უარი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას“ - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.
კომენტარები