საზოგადოება
ვიდეო, რომელიც ოკლაჰომას ტორნადომდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული
2013-05-22 17:13:18
ჩამოტვირთვა
ინტერნეტში ოკლაჰომას ტორნადომდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებული ვიდეო გავრცელდა. მაშინ ჯერ კიდევ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წუთში ქალაქი მიწასთან გასწორდებოდა. წინასწარი მონაცემებით, შტატისთვის მიყენებული ზარალი მილიარდ დოლარს აჭარბებს. როგორც უცხოური მედია იუწყება, დაღუპულია 24–ი ადამიანი, დაშავებული კი 240-მდეა. გარდაცვლილთა შორის 9 ბავშვია. მათი უმრავლესობა სტიქიის დროს სკოლაში გაკვეთილზე იმყოფებოდა. ტორნადოს სიჩქარე 320 კილომეტრი საათში შეადგინა, რაც ფუჯიტას შკალით F-4 კატეგორიისა.
კომენტარები