მსოფლიო
დავით კირკიტაძე არსად გაქცეულა
2013-05-22 15:28:45
ჩამოტვირთვა
„დღეს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე, დავით კირკიტაძემ დავტოვე თანამდებობა და გავემიჯნე ნაციონალურ მოძრაობას, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.“ ქვემო ქართლის რწმუნებულმა ეს განცხადება საკუტარი ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსა. კირკიტაძე ამ ვითარებაში გუნდიდან წასვლას სისუსტედ აფასებს. „დღიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაარსებისა, ვარ ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრი, ასევე ვიზიარებ ახლად შექმნილი ეროვნული მოძრაობის მიზნებსა და სტრატეგიას. მიმაჩნია, რომ დღეს პირადი წყენის და სხვა მიზეზით ნაციონალური მოძრაობის დატოვება არის სისუსტე და ღალატი არა მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანების არამედ იმ იდეალებისა, რომელსაც ჩვენ წლებია ვემსახურებით.“-აცხადებს ქვემო ქართლის გუბერნატორი. ინფორმაცია დავით კირკიტაძის ნაციონალური მოძრაობიდან გასვლის შესახებ დღეს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა.
კომენტარები