საზოგადოება
მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავებას უცხოური მედია ეხმაურება
2013-05-22 14:59:10
ჩამოტვირთვა
"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის, ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას უცხოური მედია Wall Street Journal გამოეხმაურა.
"საქართველოს პრეზიდენტის უახლოესი მოკავშირეები თანამდებობის უფლებამოსილების გადამეტებისთვის გაასამართლეს", - ამ სათაურით იწყება ალან კულისონის სტატიას. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადაკვრით აღნიშნა, რომ 2006 წელს მომხდარი მკვლელობის გამოძიების სავარაუდო დაფარვისთვის, შესაძლოა, გასამართლეს პრეზიდენტი სააკაშვილიც. მისი ორი მოკავშირე კი თანამდებობის უფლებამოსილების გადამატებისა და გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. - წერს ალან კულისონი.
"ამ დაკავებებმა დემოკრატიის ვალდებულებების შესრულების მხრივ შეშფოთება გამოიწვიეს საქართველოში, რომელსაც აშშ და ევროპა რუსეთის წინააღმდეგ საყრდენად მიიჩნევდნენ და ინვესტიციას დებდნენ", - აღნიშნავს სტატიის ავტორი. როგორც ამერიკულ გამოცემაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილმა ორივე დაკავება პოლიტიკურად შეაფასა. ჟურნალისტი ასევე წერს, რომ პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს, ამ დანაშაულში თავად პრეზიდენტიც იყოს ჩართული და აცხადებს, რომ "მთავრობის ყველა წევრი კანონის წინაშე თანასწორია".
მიუხედავად ბოლოდროინდელი დაკავებებისა, ივანიშვილის ხელისუფლება კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა სხვა დანაშაულების იგნორირებისთვის. გასულ კვირას, ათასობით ადამიანმა, ორთოდოქსი მღვდლების წინამძღოლობით, პოლიციის კორდონი გაანგრია და ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველი აქცია დაარბია, რის შედეგაც, ათობით ადამიანი დაშავდა და საავამდყოფოში მოხვდა.
ივანიშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში ეკლესიის მხარდაჭერით მოვიდა, მომხდარი ძალადობა დაგმო. თუმცა, დემონსტრაციის დარბევისთვის არავინ დაუკავებიათ, გარდა ოთხი ადამიანისა, რომლებიც ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს", - აღნიშნავს "Wall Street Journal" ჟურნალისტი. ალან კულისონი ასევე წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, უარყოფს სააკაშვილის ბრალდებებს, რომ ის კრემლის ინსტრუმენტია. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია სურს, თუმცა მოსკოვთან ურთიერთობის გამყარებასაც ცდილობს.
კომენტარები