1 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ძლიერმა ქარიშხალმა ოკლაჰომას შტატი თითქმის მთლიანად გაანადგურა

ჩამოტვირთვა

ამერიკაში, ძლიერ ქარიშხალის შედეგად ოკლაჰომას შტატში თითქმის მთლიანადა არის დანგრეული. არსებული მონაცემებით დაღუპულია 50 ადამიანი, მათ შორის 20 ბავშვი. დაშავებულთა რიცხვი უკვე ასს აჭარბებს. მაშველები ამ წუთებში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, ისინი ჯერ კიდევ ეძებენ ნანგრევებში ადამიანებს. სწორედ ამიტომ შესაძლოა დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, დაჭრილებს შორის სამოცდაათი ბავშვია. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, შტატი ახლა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, შეზღუდულია მობილური კავშირი. სტიქიის ზონაში უკვე ჩავიდნენ ამერიკელი სამხედროები. ისინი მაშველებს დახმარებას უწევენ. მომხდარს უკვე გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი. საგანგებო განცხადება ბარაკ ობამამ თეთრ სახლში რამდენიმე საათის წინ გააკეთა. პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს დაღუპულების გამო და ჰპირდება ოკლაჰომელებს, რომ ყველაფერს გააკეთებს მათ დასახმარებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები