1 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

ჩამოტვირთვა

76 მომხრე, 3 – წინააღმდეგი. მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ავტორობით, დეპუტატების ელისო ჩაფიძისა და მურმან დუმბაძის მიერ ინიცირებულ პროექტზე გუშინდელ სხდომაზე იმსჯელეს. მიღებული კანონპროექტით მცირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა. ის თხუთმეტი წევრიდან ცხრა წევრამდე შემცირდება. ასევე, იცვლება სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის წესი. პროექტის თანახმად, მცირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადა, რომელიც ექვსი წლის ნაცვლად სამი წლის ვადით განისაზღვრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები