მსოფლიო
რუსთავში მინი_მარკეტის გამყიდველი დაჭრეს
2013-05-18 14:14:49
ჩამოტვირთვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული დავით ბ. სხეულის დაზიანებისა და მუქარის ფაქტზე დააკავეს.
ბრალდებულმა 17 მაისს რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მდებარე მინი–მარკეტში გამყიდველს, 1966 წელს დაბადებულ მაია მირიანაშვილს, პირადი ანგარიშსწორების მიზნით, დანით 5 ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
გამოძიება სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანებისა და მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151–ე მუხლით).
კომენტარები