1 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები საქართველოში ჩამოასვენეს

ჩამოტვირთვა

ავღანეთში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული სამი სამხედრო მოსამსახურე სამშობლოში დღეს ჩამოასვენეს. სამხედრო თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10.30 საათზე დაეშვა. დაღუპულ სამხედროებს ადგილზე საპატიო ყარაული დახვდა და სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა. აეროპორტში იყოფებოდა შეირაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი, რომელმაც ცხედრების გადმოსვენებისას სამგლოვიარო მარში შეასრულა. სამგლოვიარო ღონისძიებას თბილისის საერთაშორო აეროპორტში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, მისი მოადგილეები, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა, საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგელობა და სხვა პირები დაესწრნენ. ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები აეროპორტიდან პროზექტურაში გადაასვენეს. დღესვე. 19.00 საათზე მათ ქაშუეთის ეკლესიაში დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები