საზოგადოება
რამდენიმე სოფელში მოსახლეობამ სასოფლო სამეურნეო ბარათი ვერ მიიღო
2013-05-11 13:41:15
ჩამოტვირთვა
წავკისი, შინდისი, ტაბახმელა, კოჯორი - ეს ის სოფლებია, რომლის მოსახლეობამაც სასოფლო სამეურნეო ბარათი ვერ მიიღეს. ფერმერები საგაზაფხულო სამუშაოებისთვის სახელმწიფოს ვაუჩერს სთხოვენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ პროექტი არ ითვალისწინებს თვითმმართველი ქალაქებისთვის სასოფლო- სამეურნეო ბარათების დარიგებას. დახმარებისთვის ადგილობრივებმა მთაწმინდის რაიონის გამგეობასაც მიმართეს.
მთაწმინდის რაიონის გამგებელი ნიკა მელია აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არ უნდა მოახდინოს კლასიფიკაცია და ყველა სოფლის მოსახლეობა უნდა უზრუნველყოს ვაუჩერით.
კომენტარები