1 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შსს-მ დაჭრასა და ძარცვაში ბრალდებული პირი დააკავა

ჩამოტვირთვა

სამართალდამცავებმა ჩოხატაურში 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზაზა მ. ორი ადამიანის დაჭრისა და ძარცვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ ჩხრეკისას „მაკაროვი"-ს ტიპის პისტოლეტის 4 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.დაკავებულმა ქალაქ ოზურგეთში 3 მაისს, აკაკი ბაქრაძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, „მაკაროვი"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით რევაზ მახარაძე და გელა კობალაძე დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულმა წარსულში ოზურგეთის პურის ქარხნიდან დანის მუქარით 600 ლარი გაიტაცა.გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების; ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების და ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ს 118-ე, 236-ე, 178-ე მუხლებით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები