1 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა პროექტებს ახორციელებს ა.ა.ი.პ „თბილისელების ადვოკატი“ და როგორ ეხმარება ის თბილისის მოქალაქეებს?

ჩამოტვირთვა

ა.ა.ი.პ „თბლისელების ადვოკატმა“ მედიათეკის შენობაში პრეზენტაცია გამართა და 2012 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა საზოგადოებას. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია სამუშაო ანალიზისა და სტატისტიკური მონაცემების შესახებ, ასევე განხილული იქნა მიმდინარე და დასრულებული პროექტები, რომლებიც ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოსათვის“ ფარგლებში. 2012 წელს „თბილისელების ადვიკატმა“ სხვადასხვა იურიდიული დახმარება გაუწია 12 183 თბილისელს, აქედან 2 166 სოციალურად დაუცველი მოქალაქე იყო. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ–დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები