1 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს–მ ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნაში მყოფი პირი დააკავა

ჩამოტვირთვა

სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში საერთაშორისო ძებნილი დააკავეს. 1963 წელს დაბადებული იგორ გოიჩევი ეროვნებით ლატვიელია,თუმცა მოქალაქეობა არ აქვს.დაკავებული საერთაშორისო ძებნილად 2013 წლის 25 თებერვალს გამოცხადდა,როდესაც ის საქართველოში იმყოფებოდა და საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლებაჰქონდა მიღებული .მას ბრალად ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს ფულის გაყალბებას, ქურდობას და ძარცვას. აღნიშნული დანაშაულები ითვალისწინებს 15 წლით თავისუფლების აღკვეთას.ამჟამად გოიჩევი მოთავსებულია შსს–ს თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები