1 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კრიმინალური ავტორიტეტი „კახა რუსტავსკი“ გაათავისუფლეს

ჩამოტვირთვა

ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი კახაბერ შუშანაშვილი, იგივე "კახა რუსტავსკი" ციხიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ "დოიჩე ველეს" რუსული სამსახური იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, შუშანაშვილის წინააღმდეგ სასამართლომ საკმარისი სამხილის მოპოვება ვერ შეძლო. "დოიჩე ველეს" ცნობით, შუშანაშვილი 3 მაისს გაათავისუფლეს სარაგოსას ციხიდან. სწორედ იმ დღეს როდესაც მისი წინასწარი პატიმრობის ვადა ამოიწურა. ფორმალურად, შუშანაშვილი 50 ათასი ევროს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. შეგახსენებთ, რომ 40 წლის კახაბერ შუშანაშვილი, რომელსაც ესპანური მედია "ქართულ-რუსული მაფიის მსხვილ ავტორიტეტად" მოიხსენიებს, ესპანეთის პოლიციამ 2010 წელს ბარსელონაში დააკავა. პოლიციის განცხადებით, შუშანაშვილი ავსტრიაში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიაში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში ქართულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს კურირებდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები