1 2 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორ ემზადებოდა თბილისი სააღდგომოდ

ჩამოტვირთვა

სულ რაღაც რამდენიმე საათი და საქართველოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული დადგება. ITV_ის გადამღები ჯგუფი დაინტერესდა თუ როგორ ემზადებოდა თბილისის მოსახლეობა მთელი კვირის განმავლობაში ბრწყინვალე დღესასწაულისთვის. იმისათვის, რომ გაგვეგო რა იყო ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი და რას ითხოვდა მოსახლეობის უმრავლესობა, დეზერტირებისა და ახმეტელის ბაზრებს ვესტუმრეთ. როგორც გაირკვა წელს თბილისი განსაკუთრებულად ემზადება დღესასწაულისთვის, რადგან მიუხედავად იმისა რომ აღდგომამდე რამოდენიმე საათი დარჩა ბაზარში ხალხის რაოდენობა არ მცირდება. თუმცა მოვაჭრეების თქმით შარშანდელთან შედარებით წელს ბაზარში შედარებით ნაკლები მყიდველი იყო მიზეზად კი მოქალაქეების ეკონომიური პირობების გაუარესაბას მიიჩნევენ. რას ნიშნავს საქართველოს მოსახლეობისთვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და როგორი განწყობით ელოდებიან მის დადგომას ამას მოქალაქეების სახეზეც ადვილად შეამჩნევთ სულ ცოტა ხანში წმინდა საკათედრო ტაძრიდან ზარების რეკვა გაისმება და საქართველოს სრულიად კათალიკოს პატრიარქი ილია მე_2 მთელ მართლმადიდებლურ სამყაროს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომას მიულოცავს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები