მსოფლიო
5-6 მაისს სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ
2013-05-04 14:48:54
ჩამოტვირთვა
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 5-6 მაისს სასაფლაოების მიმართულებით 08:00-დან 19:00 საათამდე ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ.
კერძოდ, მუხათგვერდისა და ვაშლიჯვარის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები მეტროსადგურ "დიდუბის" ზედა გამოსასვლელიდან გავლენ; "სადგურის მოედნიდან" და "მარჯანიშვილიდან" - კუკიის სასაფლაოს მიმართულებით;
"დელისიდან" - საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით; "სარაჯიშვილიდან" - "თბილისის ზღვის" სასაფლაოს მიმართულებით და ჭიჭინაძის ქუჩადან - "ველის" სასაფლაოს მიმართულებით, შუამთის ქუჩიდან და მეტროსადგურ "ვარკეთილიდან" - ვარკეთილის სასაფლაოს მიმართულებით.
დედაქალაქის მერიის ცნობით, შაბათს, ღამის 12:00 საათიდან კვირას 03.00 საათამდე მეტროპოლიტენით გადაადგილებაც უფასო იქნება.
კომენტარები