საზოგადოება
შსს–მ ნარკოდანაშაული გახსნა
2013-05-04 12:32:49
ჩამოტვირთვა
თბილისში,სანაპიროს ქუჩაზე,სამართალდამცველებმა 1964 წელს დაბადებული კონსტანტინე კ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს,დაკავებულს პირადი ჩხრეკისას 17 შეკვრად დაფასოებული 3,7293 გრ ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა,რომელიც თურქეთიდან შემოიტანა.ბრალდებული დაკავების მომენტში ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით მიმდინარეობს (სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).
კომენტარები