საზოგადოება
დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია სრულდება
2013-05-02 12:37:33
ჩამოტვირთვა
სამების საკათედრო ტაძარში დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია სრულდება. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. ტაძარში მალე წაიკითხავენ წმინდა სახარებიდან ადგილს, სადაც უფლის მიერ მოციქულთა პირველ ზიარებაზეა საუბარი.
წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში ფეხთბანვის წესი შესრულდება, რომლის დროსაც უწმინდესი 12 მღვდელმსახურს ფეხს დაბანს. წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვარმა ამ დღეს 12 მოციქული პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის წმინდა საიდუმლო დააწესა. ასევე მოციქულებს თავმდაბლობის ნიშნად ფეხი დაბანა.
კომენტარები