1 2 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თსუ–ს მეორე კორპუსის მესამე სართულიდან სტუდენტმა ბიჭმა გოგონა გადმოაგდო

ჩამოტვირთვა

თსუ-ის II კორპუსში დაშავებულ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტს ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნანა მამაგულიშვილის განცხადებით, დაშავებულ გოგონას გამოკვლევა ჩაუტარდა. შესაძლოა მას მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდეს. მისთვის უცნობია, კონკრეტულად რა სახის ტრავმა მიიღო სტუდენტმა. უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე სტუდენტს პირველადი დახმარება სასწავლებლის ექიმმა აღმოუჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტი გოგონა უნივერსიტეტის მეორე კორპუსის მესამე სართულიდან ერთ–ერთმა სტუდენტმა ბიჭმა გადმოაგდო. ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები