მსოფლიო
შსს-მ ყაჩაღობაში ბრალდებულები დააკავა
2013-05-01 13:01:33
ჩამოტვირთვა
სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით ირაკლი ს. და წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პაატა ფ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 2013 წლის 24 აპრილს თბილისში ნუცუბიძის მე-2 მ/რ სადისტრიბუციო ავტომანქანის მძღოლი ნუგზარ ნარინდოშვილი დააყაჩაღეს. ბრალდებულება მას ცივი იარაღის მუქარით 885 ლარი და მობილური ტელეფონი გასტაცეს.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე 179–ე მუხლით მიმდინარეობს,რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ივალისწინებს.
კომენტარები