საზოგადოება
პრეზიდენტმა, შესაძლოა, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადოს
2013-05-01 11:49:10
ჩამოტვირთვა
დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს კიდევ ერთ კანონპროექტს - უმცირესობაში აცხადებენ, რომ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს და მას არ დაამტკიცებს.
საკანონმდებლო ორგანოში დღეს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს.
საპარლამენტო უმცირესობაში კანონპროექტს სამარცხვინოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ იბრძოლებენ, რათა ის არ დამტკიცდეს.
უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ კანონპროექტი მკაცრი სისხლის სამართლის ლიბერალიზაციისაკენ გადადგმული ნაბიჯია.
ცვლილებების მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საზღვრის გადაკვეთა პირველ ჯერზე ადმინისტრაციული წესით დაისჯება, რაც ჯარიმას გულისხმობს
კომენტარები