საზოგადოება
ფირცხალავა: „იარაღი ფირზე უწყვეტი კადრის დროს ჩნდება“
2013-04-29 17:12:38
ჩამოტვირთვა
„ბუტა რობაქიძის საქმის გამოძიება ჩიხშია შესული, ორ თვეზე მეტია გამოძიება ახალი დეტალებით არ ინტერესდება“ - ეს განცხადება ირაკლი ფირცხალავამ პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში გააკეთა. დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი ამბობს, რომ საქმესთან დაკავშირებით დამატებით არავინ არ დაკითხულა, სასამართლო პროცესი კი მუდმივად იდება. საქმეში ბრალდებული ფირცხალავა აცხადებს, რომ მის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალაში პირველი კადრი უწყვეტია და ის ერთ წუთიანი. იარაღები კი კადრებში 30-იდან 50 წამამდე ჩნდება. ირაკლი ფირცხალავამ სახალხო დამცველსაც მიმართა თუმცა მისი თქმით უჩა ნანუაშვილი საქმით არ დაინტერესებულა.
კომენტარები