მსოფლიო
ბაჩო ახალაიას პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს
2013-04-29 15:06:53
ჩამოტვირთვა
ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძისა და მათთან ერთად ბრალდებული ექვსი პირის სასამართლო პროცესი, რომელიც საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, დღეს დახურულ რეჟიმში გაგრძელდება. ამის მიზეზი დარბაზში მომხდარი ინციდენტი გახდა. კერძოდ, საქმეში დაზარალებულის სტატუსით ცნობილი მოწმე ზვიად აბესაძის დაკითხვისას დარბაზში მსხდომთაგან ერთ-ერთმა მამაკაცმა აბესაძეს სუტინიორი უწოდა. ამის შემდეგ მოსამართლემ განაცხადა, რომ დღევანდელი სხოდმა დახურულ რეჟიმში წარიმართება.თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, პროკუარტურის მოწმემ ზვიად აბესაძემ დაკითხვისას განაცხადა, რომ მას ახალაიამ წიწაკა ესროლა. ამის შესახებ ნადარეიშვილი ”ფეისბუქზე” სასამართლო დარბაზიდან წერს.
”პროკურატურის მოწმე/დაზარალებულმა 2-ჯერ ნასამართლევმა სუტინიორმა ზვიად აბესაძემ სასამართლოზე დაკითხვისას განაცხადა, რომ მას ბაჩო ახალაიამ წიწაკა ესროლა, არადა ბაჩოს ისე უყვარს წიწაკა, ვერ დავიჯერებ, რომ ვინმესთვის გაემეტებინა :))))” - აღნიშნავს ახალაიას მეუღლე
კომენტარები