მსოფლიო
ბაჩო ახალაიას პროცესი განახლდა
2013-04-29 11:36:39
ჩამოტვირთვა
ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების გიგი კალანდაძის, ზურაბ შამათავას და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდა.
18 აპრილს პროცესის გადადების მიზეზი ის გახდა, რომ ბაჩო ახალაიას სასამართლოში მიყვანა საბადრაგო სამსახურმა ვერ უზრუნველყო. ახალაია პროცესიდან იყო გაძევებული, 18 აპრილს კი მოსამართლემ მისი დაშვების გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც, საბადრაგო სამსახურს დაევალა ახალაიას პროცესზე მიყვანა, თუმცა მოსამართლემ პროცესზე განმარტა, რომ ტექნიკურად ახალაიას მოყვანა ვერ მოხერდა.
ადვოკატების განცხადებით, ბრალდებულ ახალაიას გარეშე პროცესის გაგრძელება პროცესუალურ დარღვევად ითვლება, შესაბამისად, ადვოკატები დაეთანხმნენ პროცესის გადადებას.
ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძეს, ზურაბ შამათავას, გაგა მკურნალიძეს და მათთან ერთად ბრალდებულ კიდევ 4 პირს, მათ ბრალი ედებათ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, წამების ორგანიზებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში.
კომენტარები