1 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს-მ უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღო

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად წყალტუბოში, სანატორიუმ ,,სამგურალი"-დან უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს. ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი „ა-კა-ემი", რევოლვერის სისტემის უნომრო იარაღი, ოთხი მჭიდი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 109 საბრძოლო ვაზნა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის (სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები