1 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შურისძიების მიზნით მომხდარი მკვლელობა გახსნილია

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ლევონ გ. მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულმა 2013 წლის 22 აპრილს ბათუმში, ბარცხანას დასახლებაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა 1967 წელს დაბადებული, 7-ჯერ ნასამართლევი სამუელ ეგიზაროვი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამოძიებამ დაადგინა, ლევონ გ-მ ის შურისძიების მიზნით მოკლა. შსს-ს ცნობით, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები