საზოგადოება
შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო
2013-04-25 16:39:37
ჩამოტვირთვა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უკანონო იარაღი ამოიღეს.
სამართალდამცველებმა მესტიის რაიონის სოფელ ნაკრაში ა. გ-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად „ა-კა-ეს“-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, კარაბინი, მცირე კალიბრიანი შაშხანა, „ეფ-1“-ის ტიპის ხელყუმბარა და 60 სხვადასხვა დასახელების ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სამოქალაქო კოდექს-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას მესტიის რაიონული სამმართველო აწარმოებს.
კომენტარები