1 2 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

ჩამოტვირთვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უკანონო იარაღი ამოიღეს. სამართალდამცველებმა მესტიის რაიონის სოფელ ნაკრაში ა. გ-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად „ა-კა-ეს“-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, კარაბინი, მცირე კალიბრიანი შაშხანა, „ეფ-1“-ის ტიპის ხელყუმბარა და 60 სხვადასხვა დასახელების ვაზნა ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სამოქალაქო კოდექს-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას მესტიის რაიონული სამმართველო აწარმოებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები