მსოფლიო
კიდევ ერთი ბრალდება სუბარის წინააღმდეგ
2013-04-24 15:05:17
ჩამოტვირთვა
სასჯელაღსრულების #16 დაწესებულებიდან გათავისუფლებული ექთანი ციალა კაშია მინისტრ სოზარ სუბარს უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაში ადანაშაულებს.
ციალა კაშია დღეს სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში დაკითხვაზე დაიბარეს. მან ჟურნალისტებს ვიდეომასალა გადასცა, რის საფუძველზეც სასჯელაღსრულების #16 დაწესებულებიდან გაათავისუფლეს.
როგორც ციალა კაშია აცხადებს, მიმდინარე წლის 12 აპრილს #16 დაწესებულებაში მივიდა, რა დროსაც მისი შემოწმება კანონის უხეში დარღვევით მოხდა.
კაშიას თქმით მინისტრ სოზარ სუბარს 13 აპრილის ბრძანება გააცნო, რომლის მიხედვითაც ის სასჯელაღსრულების #16 დაწესებულებიდან ფარულად მობილური ტელეფონის შეტანის გამო განთავისუფლდა.
ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით ეს არის უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო პროცესები არ დასრულებულა და განაჩენი შესაბამისად არ დამდგარა. მინისტრი კი ბრძანებით ამტკიცებს, რომ ციალა კაშია ბრალდებულია.
კომენტარები