1 2 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ონიანი: “ე.წ მაყურებლებისა და ობშიაკების პრობლემა ციხის კედლებს გასცდება და მთელ ქვეყანაში გავრცელდება“

ჩამოტვირთვა

გეგუთის კოლონიის მთავარი ექიმის მიერ გაკეთებულ ინტერვიუს გიორგი ონიანი გამოეხმაურა. ადვოკატმა „აიტივის“ პრესკლუბში განაცხადა, რომ 2005 წელს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ქურდებისთვის და მაყურებლებისთვის გავლენის ჩამორთმევას ბაჩო ახალაიას უკავშირებდა, თუმცა დღეს ვითარება შეიცვალა. მისი თქმით, ე.წ ობშიაკისა და თავნების აღების ფაქტები ისევ დაფიქსირდა. ონიანი ამბობს, რომ ეს ვითარება ციხის კედლებში არ დარჩება და მთელ ქვეყანაში გავრცელდება. „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტირის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ წიან ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სიტუაციის დარეგულირება ადმინისტრაციის მხრიდან ციხის გაკონტროლებით ხდებოდა. ონიანი ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებისა და დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. შეგახსენებთ, რომ გეგუთის კოლონიის მთავარმა ექიმმა ციხეში ე.წ მაყურებლების არსებობასა და ობშიაკების აღების ფაქტებზე ისაუბრა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები