მსოფლიო
დევი ხეჩინაშვილი : სერგეენკო სადაზღვევო ბიზნესს არ ლობირებს.
2013-04-23 14:34:25
ჩამოტვირთვა
სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სადაზღვევო ბიზნესს არ ლობირებს.
ამის შესახებ დევი ხეჩინაშვილმა "პირველი რადიოს" პრესკლუბში განაცხადა. მისი თქმით, სადაზღვევო ბიზნესზე ლობირება არ ხდება, პირიქით, არსებობს კომუნიკაციის ნაკლებობა. დევი ხეჩინაშვილის განცხადებით, სადაზღვევო ბაზარი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და 2012 წელი სადაზღვევო ბიზნესმა 98%-იანი ზარალით დაამთავრა.მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, ჯერჯერობით, ეტაპობრივად ვითარდება. ხეჩინაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სადაზღვევო კომპანიებსა და მთავრობას შორის კონკრეტულ თემებზე მოხდეს შეთანხმება. მან ასევე განაცხადა, რომ მას სურს შეხვდეს პრემიერ-მინისტრსაც და ისაუბროს სახელმწიფო პროგრამებზე.
კომენტარები