1 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს_მ ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნაში მყოფი ორი მოქალაქე დააკავა

ჩამოტვირთვა

შსს_მ ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნაში მყოფი ორი მოქალაქე: ელგუჯა ხუდაშვილი და გულშატ საფაროვა დააკავა. ელგუჯა ხუდაშვილი პარიზის ინტერპოლის მიერ 2008 წლიდან იძებნებოდა საფრანგეთის ინტელექტუალური საკუთრების და საბაჟოს შესახებ კანონის დარღვევისთვის. აგრეთვე დაკავებულია აშხაბადის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაში მყოფი თურქმენეთის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული გულშატ საფაროვა. აღნიშნულ პიროვნებაზე საერთაშორისო ძებნა 2013 წლის 28 მარტს გამოცხადდა. მას ბრალად ედება თურქმენეთის სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე, 141-ე და 142-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს პროსტიტუციაში ჩაბმას, სუტენიორობას და პროსტიტუციაში შუამავლობას. ორივე დაკავებული გადაყვანილია დროებითი დაკავების იზოლატორში. ამჟამად მათ მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები