1 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვინ ახდენდა ზეწოლას რუსთავის მე_16 დაწესებულების თანამშრომლებზე?

ჩამოტვირთვა

რუსთავის მე-16 დაწესებულების თანამშრომლებმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტებზე საუბრობენ. მათი განმარტებით, ადმინისტრაცია მათი სამსახურიდან გათავისუფლებას გეგმავდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი კორძაიამ გააკეთა კომენტარი, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსთავის მე-16 დაწესებულება უახლოეს პერიოდში დაიხურება. „#16 დაწესებულების თანამშრომლები გადავლენ კადრების განკარგულებაში, შედეგად ნაწილი დარჩება სამუშაო ადგილზე, ნაწილი - არა.“ განაცხადა კორძაიამ. აქციის მონაწილეები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საკუთარი პროტესტის მიზეზი განუმარტეს. როგორც ციხის თანამშრომლებმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს, თავმჯდომარის მოადგილე მათ დაპირდა, რომ სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები