მსოფლიო
ანდრო ბარნოვი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა
2013-04-23 11:54:34
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ანდრო ბარნოვი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ანდრო ბარნოვმა დავით ტყეშელაშვილი შეცვალა. ტყეშელაშვილი ადმინისტრაციას 2010-2013 წლებში ხელმძღვანელობდა და ახლა ის სამუშაოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ანდრო ბარნოვი კი აქამდე შიდა ქართლის გუბერნატორი იყო. ჯერჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს ამ თანამდებობას შიდა ქართლში.
კომენტარები