მსოფლიო
„საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს ახალი ინტერნეტბანკით მომსახურებას სთავაზობს
2013-04-17 15:04:34
ჩამოტვირთვა
გადახდა უფრო მარტივად და კომფორტულად - საქართველოს ბანკმა მომხმარებლებს ახალი ინტერნეტპაკეტი “Express Online”–ი წარუდგინა. “Express Online”–ის ყველა ფუნქცია მთლიანად ერთ გვერდზეა მოთავსებული და 2-ჯერ უფრო სწრაფია. ამ გვერდზე შესვლა კი ნებისმიერი ბრაუზერიდან არის შესაძლებელი. აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს გადასახადები ერთდროულად გადაიხდოს და გადარიცხოს კიდეც. ამ ახალი შეთავაზების განხორციელება Express ქულებითაცაა შესაძლებელი. ეს ქულები „Express Card-ის“ მფლობელებს მაშინ უგროვდებათ, როდესაც სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტებში სხვადასხვა ოპერაციებს ბარათით განახორციელებენ. ექსპრეს ბარათის შეძენა 1 ივნისამდე საქართველოს ნებისმიერ ფილიალში უფასოდაა შესაძლებელი.
კომენტარები