1 4 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალაიას წინააღმდეგ ბრალდების მოწმე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილეა

ჩამოტვირთვა

შვიდი სპეცრაზმელის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ბრალდების მოწმე ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე შალვა ჯანაშვილია. ამის შესახებ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინა სასამართლო სხდომის შემდეგ ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა განაცხადეს. წინასასამართლო პროცესი კი 17 აპრილს, 14.00 საათისთვის განახლდება. ამასთან, ადვოკატების განცხადებით, ბრალდების მხარე მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ახდენს. როგორც ახალაიას ადვოკატმა რომეო საჯაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების შესახებ დადგენილება დაცვის მხარეს ჩაბარდა პროკურორის ხელმოწერის გარეშე, ხოლო სასამართლოს წარედგინა ხელმოწერით, რაც იმას ნიშნავს, რომ მოხდა მისი ფალსიფიკაცია. ახალაიას ბრალად ედება შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს პოლიტიკური შეხედულებების გამო სპერაზმის შვიდი თანამშრომლის წამების ორგანიზება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები