1 4 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

11 წლის გოგონას პორნოგრაფიულ ფოტოებს დედა უღებდა

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტი გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, 2013 წლის თებერვლიდან მიმდინარეობდა გამოძიება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ხასიათის სურათებისა და ვიდეოჩანაწერებისა და უკანონო დამზადების, გავრცელებისა და გასაღების ფაქტზე. გამოძიებამ დაადგინა, რომ მსხვერპლი არის საქართველოს მოქალაქე, 11 წლის მცირეწლოვანი გოგონა, რომელსაც ორი წლის განმავლობაში აიძულებდა დედა მონაწილეობა მიეღო პორნოგრაფიული სურათებისა და ვიდეოების გადაღებაში. მცირეწლოვანის პრონოგრაფიულ მასალებს ეს უკანასკნელი მატერიალური გამორჩენის მიზნით გარკვეული თანხის სანაცვლოდ ყიდდა ქართული წარმოშობის ისრაელის მოქალაქე მამაკაცზე. როგორც ნინო გიორგობიანმა აღნიშნა, "მიმდინარე წლის 8 აპრილს, საქართველოში დააკავეს მსხვერპლის დედა 45 წლის საქართველოს მოსაქალაქე, ხოლო ისრაელში წარსულში ყაჩაღობისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცევისათვის ნასამართლევი 42 წლის ისრაელის მოქალაქე მამაკაცი"დაზარალებული 11 წლის გოგონა გადაყვანიალია ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის თავშესაფარში. ამჟამად მას რესოციალიზაციის მიზნით გამოცდილი ფსიქოლოგების მიერ უტარდება სარეაბილატიცო კურსი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები