1 4 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იშხნის ტაძარში უმეთვალყურეო სამუშაოებმა საუკუნოვანი ფრესკები და იატაკი დააზიანა

ჩამოტვირთვა

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იშხანის ფრესკები ნაგავში იყრება და არქეოლოგიური ფენები ნადგურდება. ცენტრის თანამშრომლების თქმით, ტაძარში არსებული არქეოლოგიური ფენის გარეთ გამოტანა და დაყრა ხდება. ასევე ქვებს, რომლებზეც ფრესკები ჯერ კიდევ შერჩენილია სატვირთოზე ტვირთავენ და ყრიან. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით, უმეთვალყურეო სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა ძეგლი დაინგრეს. მათივე ცნობით, უნიკალურ ძეგლზე სპეციალისტების გარეშე მიმდინარე გაწმენდის დროს დაზიანდა საუკუნოვანი ფრესკები და იატაკიც. იშხანში სარემონტო სამუშაოებს ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მუშები აწარმოებენ. მომხდარის გამო ქართულმა მხარემ თურქეთს ძეგლზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერების თხოვნით უკვე მიმართა. საქართველოს კულტურის სამინისტროს თხოვნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქულ მხარეს გუშინ გადასცა. კულტურის სამინისტრო თურქული მხარისგან ოფიციალურ პასუხს ელოდება. ამ პასუხზეა დამოკიდებული, როდის გაემგზავრება საქართველოს დელეგაცია თურქეთში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები