1 4 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

9 აპრილის ტრაგედიიდან 24 წელი შესრულდა

ჩამოტვირთვა

9 აპრილის ტრაგედიის 24 წლისთავთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე ღონისძიებები წუხელ დაიწყო. პარლამენტის ყოფილი შენობის წინ, თავი მოიყარეს 9 აპრილის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა. მემორიალთან მივიდნენ თბილისის მერი, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ასევე მინისტრები. მათ მემორიალი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს. პარლამენტთან მისულები იყვნენ ასევე ახალგაზრდებიც. მათ სანთლებით გამოსახეს საქართველოს რუკა, რის შემდეგაც ღონისძიების მონაწილეებმა ჰაერში მშვიდობის ნიშნად მანათობელი ფრანები გაუშვეს. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს კი მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები