1 4 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პრეზიდენტს მხრის სამმაგი მოტეხილობა დაუდგინდა

ჩამოტვირთვა

თურქეთში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გავრცელდა. „თურქეთში ვიზიტის ფარგლებში 6 აპრილს შედგა საქართველოს პრეზიდენტის მოლაპარაკება და სადილი თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. მომდევნო დღეს, ველოსიპედით ყოველდღიური ვარჯიშის დროს მიხეილ სააკაშვილი დაშავდა. სტაბულის საავადმყოფოში გამოკვლევისას მას დაუდგინდა მხრის სამმაგი მოტეხილობა. პრეზიდენტს ამავე საავადმყოფოში ჩაუტარდა ოპერაცია. შეხვედრები, მათ შორის, შეხვედრა და სადილი თურქეთის პრეზიდენტთან, რომლებიც ორშაბათს იყო დაგეგმილი, გაიმართება სამშაბათს. აღნიშნული შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი დატოვებს თურქეთს“ – ნათქვამია წერილში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები