საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი გორში ჟურნალისტებს შეხვდა
2013-04-08 15:08:42
ჩამოტვირთვა
იუსტიციის მინისტრი გორში ჟურნალისტებს ხვდება. თეა წულუკიანმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის "პროკურატურის შესახებ" კანონპროექტზე. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი კობა დავითაშვილის ინიციატივას მხარს დაუჭერს.
თეა წულუკიანი მცხეთაში იუსტიციის სახლის მშენებლობის საკითხსაც გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით, მისი სურვილია, იუსტიციის სახლების მშენებლობა დასრულდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრინციპთან შეუსაბამობა აღმოჩნდება.
კომენტარები