1 4 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შსს_მ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა_შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1980 წელს დაბადებული ირაკლი ბ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, წყალტუბოში, გამსახურდიას ქუჩაზე, ირაკლი ბ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხსასროლი იარაღი ერთი მჭიდით და 23 ცალი ვაზნით ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები